20 ნოემბერი 2024,   15:42
ვრცლად
საკითხის პოლიტიზირება არ უნდა მოხდეს - მიხეილ გიორგაძე თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე საუბრობს

მთვარობის წევრების შეფასებით, პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაჭრილი და შემდეგ კლინიკაში გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიების დასრულებამდე განცხადებები არ უნდა კეთდებოდეს და ასევე არ უნდა მოხდეს თემის პოლიტიზირება. მათი თქმით, სპეცოპერაციასთან დაკავშირებით არსებულ კითხვებზე პასუხი გამოძიებამ უნდა გასცეს.

„ჩვენ კარგად გვესმის თუ რამდენად სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა, ისევე როგორც მთელი მსოფლიო. მე ვგულისხმობ ტერორიზმთან დაკავშირებულ გამოწვევებს. ვფიქრობ, რომ შეფასებები ასეთ რთულ ემოციურ ფონზე არ უნდა გაკეთდეს და მით უმეტეს, საკითხის პოლიტიზირება არ უნდა მოხდეს. ფაქტია, რომ გამოძიების დასრულებამდე ყველანაირი შეფასებისგან თავი უნდა შევიკავოთ,“-განაცხადა კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ გიორგაძემ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები