18 ნოემბერი 2024,   04:42
ვრცლად
"რუსეთის ინტერესშია, რომ დაავიწყოს ქართულ საზოგადოებას ის საფრთხე, რომელიც ჩვენს წინაშე არსებობს" - თამარ კინწურაშვილი

ამერიკის სენატის მიერ მომზადებულ ანგარიშს, რომლის ერთი თავი მთლიანად საქართველოს ეთმობა, შეფასებები მოჰყვა თბილისში, სადაც ის მედია მკვლევარებმა შეისწავლეს.

დოკუმენტში საუბარია 2008 წელს რუსეთის მხრიდან საქართველოზე განხორციელებულ სამხედრო და კიბერ თავდასხმაზე და ქვეყანაში რუსული პროპაგანდის გაძლიერებაზე, რომლის ერთ-ერთ მაგალითად ტელეკომპანია “ობიექტივია“ მოყვანილი.

“განსხვავებით სხვა ქვეყნებისგან, რომლის მაგალითიც არის მოყვანილი, საქართველოში პატრიოტიზმით შენიღბული აქტორები ახორციელებენ რუსულ საქმეს და სწორედ ამაზეა გამახვილებული ყურადღება იმიტომ, რომ ისინი იყენებენ ულტრა მემარჯვენე რადიკალურ განწყობებს, რასაც აღვივებს ეს პარტია და მასთან დაკავშირებული მედიასაშუალება "ობიექტივი". სწორედ ეს ართულებს პრობლემის იდენტიფიცირებას “ - განაცხადა "მედიის განვითარების ფონდის" აღმასრულებელმა დირექტორმა თამარ კინწურაშვილმა.

მისივე თქმით, რუსეთი ცდილობს ქართულ საზოგადოებას დაავიწყდეს არსებული საფრთხეები.  

“ეს არის მხოლოდ რუსეთის ინტერესში, რომ დაავიწყოს ქართულ საზოგადოებას ის საფრთხე, რომელიც ჩვენს წინაშე არსებობს და გადაიტანსო ჩვენი ყურადღება ისტორიაზე და გრძნობებით მანიპულირება არის ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რომელსაც კრემლი იყენებს და აქ ჩანს სწორედ რუსული ხელწერა. ამას ემატება ვიზიტები რუსეთში. როდესაც არხი აცხადებს, რომ არავითარი მცოცავი ოკუპაცია არ არსებობს, ეს არის ყველზე კარგი ლუსტრირება,“ - აღნიშნა კინწურაშვილმა.

დღის ამბები