18 ნოემბერი 2024,   04:11
ვრცლად
ნუცუბიძეზე დაკავებისას გარდაცვლილი პაატა პავლიაშვილის ოჯახი საქმის შესწავლას გენერალურ ინსპექციას სთხოვს 

ნუცუბიძის ფერდობზე, დაკავებისას გარდაცვლილი პაატა პავლიაშვილის საქმეზე გამოძიება შესაძლოა შეწყდეს. პროკურატურა საქმეს გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით იძიებდა. გამოძიებას უნდა დაედგინა, რატომ არ მოხდა ინციდენტის სრული ვიდეო გადაღება პატრულის სამხრე კამერებით.

არსებობდა ეჭვი, რომ მასალის ნაწილი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა წაშალეს. ოჯახს საბოლოო ექსპერტიზის დასკვნა თბილისის პროკურატურაში გააცნეს.

ოჯახის და "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" სისხლის სამართლის ადვოკატის ლევან ვეფხვაძის თქმით, დაკავების კადრების გადაღება არ მომხდარა.

გარდაცვლილის ოჯახი საქმის შესწავლას შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას სთხოვს.  

”ჩვენ ვითხოვთ, გენერალურმა ინსპექციამ შეისწავლოს ეს საკითხი. ჩაატაროს სამსახურეობრივი შემოწმება და გაგვცეს იმ კითხვებზე პასუხი, რაც აქვს ოჯახს რა თქმა უნდა. პირველი ეს არის, რატომ არ მოხდა გადაღება და მეორე, როდესაც პაატა პავლიაშვილი არა ერთს მიმართავდა და ამას თითქმის ყველა მოწმე ადასტურებს, რომ ცუდად ვარ, რატომ არ მოახდინეს სათანადო და დროული რეაგირება“ - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.

დღის ამბები