20 ნოემბერი 2024,   15:32
ვრცლად
„სითი ინსტიტუტი“ თბილისის გენგეგმის საბოლოო პროექტის მერიაში გადასაგზავნად თვენახევრიან ვადას ითხოვს

„სითი ინსტიტუტი“ თბილისის გენერალური გეგმის საბოლოო პროექტის მერიაში გადასაგზავნად თვენახევრიან ვადას ითხოვს. კომპანიის წარმომადგენლებმა საგანგებო კონსულტაციები გუშინ ღამით გამართეს.

შეთანხმება მერიასთან უკვე არსებობს და „სითი ინსტიტუტი“ გენგეგმის კორექტირებულ და საბოლოოდ შეჯერებულ ვერსიას სწორედ ამ ვადაში წარადგენს.

„საკითხი შეთანხმებულია ქალაქის მერთან და ეს ვადა განისაზღვრა თვენახევრით. ჩვენ, ბუნებრივია, შეგვეძლო უფრო ნაკლებ დროშიც ჩავტეულიყავით, თუმცა აქ გასათვალისწინებელია, როგორც ჩანს, ჩვენი უცხოელი პარტნიორების გარკვეული ჩართულობაც იქნება საჭირო, მათთან კონსულტაციებიც,“ - განაცხადა „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ გენერალური დირექტორმა, მამუკა სალუქვაძემ.

თბილისის მერმა, კახა კალაძემ თბილისის გენერალური გეგმა გუშინ დაიწუნა  და კომპანიას საბოლოო ვარიანტის წარსადგენად გონივრული ვადის დასახელება ურჩია.

დღის ამბები