ბიძინა ივანიშვილის საქმის განხილვას ჟენევის სასამართლო დღეიდან იწყებს. საქართველოს ყოფილი პრემიერი და რუსეთის ფედერაციის საბჭოს ყოფილი წევრი, ვიტალი მალკინი შვეიცარიულ ბანკ "კრედიტსვისს" ქონების გაფლანგვას ედავებიან.
ივანიშვილი ამტკიცებს, რომ ბანკმა მისი რამდენიმე მილიონი წამგებიან ბიზნესში ჩადო, რითაც დააზარალა. თავად ბანკირი კი ამტკიცებს, რომ ყველა ოპერაციას მის კლიენტთან - ბიძინა ივანიშვილთან ათანხმებდა და ოპერაციების დროს ფული"გაზპრომის" მაღალჩინოსნებთან მიდიოდა.
შვეიცარიული პრესის ინფორმაციით, ივანიშვილის საქმეზე სასამართლოს სხდომა იმდენად მასშტაბური იქნება, რომ ექსპრემიერმა პროცესზე უამრავი ადვოკატი მიავლინა და ამის გამო, ჟენევის სასამართლოს ისტორიული დარბაზი დროებით გადააკეთეს კიდეც.