18 ნოემბერი 2024,   04:40
ვრცლად
მართლმსაჯულების ორგანოების განსხვავებული მიდგომა გვიძლიერებს კითხვებს - ვერძეული "ბასიანის" ინციდენტზე

კლუბ "ბასიანთან" პოლიციის მაღალჩინოსნისა და კლუბის დაცვის ორი თანამშრომლის დაჭრაში ბრალდებულის გირაოს საფუძველზე გათავისუფლებას, არასამთავრობო სექტორი ეხმაურება.

"ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" წარმომადგენელი სოფო ვერძეული ამბობს, რომ მართლმსაჯულების ორგანოების მიერ განსხვავებული მიდგომა იკვეთება, შესაბამისად, ძლიერდება ეჭვები იმის შესახებ, რომ შესაძლოა ბრალდებული გირაოს საფუძველზე გავლენების გამოყენებით გათავისუფლდა.

„ამ ეტაპზე რთულია პოლიტიკურ გავლენაზე საუბარი თუ სხვა ტიპის გავლენაზე, მათ შორის შესაძლოა ფინანსურ გავლენაზე და სხვა ტიპის გავლენიანი პირების არსებობაზე ამ საქმეში. რა თქმა უნდა, გაგვიჭირდება ახლა ამაზე საუბარი, თუმცა ის, რომ კითხვები რამდენიმე მიმართულებით დაისვა, მათ შორის ბრალდებულის კავშირები, ასევე გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე, განსხვავება ამ საქმეში მართლმსაჯულების ორგანოების მიდგომის სხვა საქმეებისგან, რა თქმა უნდა, ჩვენც გვიძლიერებს კითხვებს, რომ შესაძლებელია გარკვეული მნიშვნელობა ჰქონდეს იმას, რომ ბრალდებულს აქვს კავშირები გავლენიან ჯგუფებთან,“ - განაცხადა სოფო ვერძეულმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები