20 ნოემბერი 2024,   15:42
ვრცლად
„ის, რომ საშუალოდ აფასებენ ხელისუფლების მოღვაწეობას, სამოსანი ხელისუფლების ამბავია“ - გია ხუხაშვილი NDI-ის კვლევის შედეგებზე

„ის, რომ საშუალოდ აფასებენ ხელისუფლების მოღვაწეობას, სამოსანი ხელისუფლების ამბავია,“ - ასე გამოეხმაურა პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი NDI-ის კვლევის შედეგებს, რომლის მიხედვით, გამოკითხულთა 39%-ის აზრით, საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება.

გია ხუხაშვილის შეფასებით, საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც ბევრს არაფერს აკეთებს.

„ვიმყოფებით სტაგნაციის პერიოდში, როდესაც გვყავს ხელისუფლება, რომელიც შეიძლება ბევრს არაფერს არ აშავებს, მაგრამ არც არაფერს აკეთებს, მაგრამ ნეგატიური განწყობები იზრდება. ის, რომ საშუალოდ აფასებენ ხელისუფლების მოღვაწეობას, სამოსანი ხელისუფლების ამბავია. ეს კვლევა ამბობს, რომ ქვეყანას მართავენ საშუალო რანგის არც თუ ინტელექტით დამძიმებული ადამიანები, რომელთა მთავარი საფიქრალი ის კი არ არის, რაღაც გააკეთონ, მთავარი საფიქრალია, რომ ემანდ რამე არ გააფუჭონ და ვიღაც არ გაუბრაზდეს,“ - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები