20 ნოემბერი 2024,   15:41
ვრცლად
უკმაყოფილო მოქალაქეების რაოდენობა იზრდება - NDI-ის კვლევის შედეგები ცნობილია

უკმაყოფილო მოქალაქეების რაოდენობა იზრდება - "ამერიკის ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის" კვლევის მიხედვით, ისტორიულ მაქსიმუმზეა იმ ადამიანების რიცხვი, ვისაც მიაჩნია, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება.

მოსახლეობის ყველაზე დიდი ნაწილი - 39% მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება.

გამოკითხულთა მხოლოდ 13% აცხადებს, რომ კარგად აფასებს საქართველოს მთავრობის მუშაობას. ბევრად მეტი, 32% ფიქრობს, რომ საქართველოს მთავრობა ცუდად მუშაობს. უმრავლესობის აზრით კი, მთავრობის მუშობა საშუალო შეფასებას იმსახურებს.

კვლევა აჩვენებს, რომ სოციალურ პრობლემები ქვეყანაში პრიორიტეტად რჩება. გამოკითხულთა 60% თავს უმუშევრად მიიჩნევს, უმუშევარია და სამსახურს ეძებს 37%.

ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ უკმაყოფილების ზრდა ქვეყნის მიმართულებასთან დაკავშირებით, მათ შორის, სოციალურ პრობლემებთან არის კავშირში.

გამოკითხულთა 54%-სთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი კვლავ სამუშაო ადგილებია, 35%-ს ფასების ზრდა და ინფლაცია აწუხებს, 30%-ს სიღარიბე, 25%-ს - პენსიები, 23 პროცენტს კი სამედიცინო მომსახურება. სოციალური საკითხების ფონზე ტერიტორიული მთლიანობა საკითხთა პირველ ხუთეულში ვერ მოხვდა, ის მეექვსე ადგილზეა.

კვლევა საგრეო პოლიტიკისაც ეხება და ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს 72% უჭერს, ნატოში გაწევრიანებას კი - 64%.

კვლევაში პირველადაა დასმული კითხვა, სამხედრო თვალსაზრისით რუსეთი უფრო ძლიერია, თუ ამერიკა, 46%-ს უფრო ძლიერი რუსეთი ჰგონია, 36%-ს კი ამერიკა.

NDI-ის ეს კვლევა პირველია 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ და მის შეფასებას ვრცელი ნაწილი ეთმობა. მოსახლეობა არჩვენებს დადებითად აფასებს, თუმცა მისი მესამედი ანუ 30% არ არის დარწმუნებული, რომ ხმების დათვლის პროცესი სწორად წარიმართა. მოქალაქეების ასევე მესამედს მიაჩნია, რომ კანდიდატების მედია გაშუქება არათანაბარი იყო, ბიუჯეტიდან არჩვენებზე უსამართლოდ დაიხარჯა თანხა და საჯარო მოხელეები კამპანიებში მონაწილეობდნენ.

კვლევის პოლიტიკურ ნაწილს NDI ხუთშბათს გამოაქვეყნებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები