ზვიად რატიანის საქმესთან დაკავშირებით სახალხო დამცველმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს, მეგობრის სტატუსით მიმართა. მოსაზრებაში, რომელიც სახალხო დამცველის აპარატმა მოამზადა, აღნიშნულია ნეიტრალური მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების მნიშვნელობა.
ომბუდსმენის განცხადებით, საქმის მასალების შესწავლის შედეგად აღმოჩნდა, რომ რატიანის კანონდარღვევას მხოლოდ პოლიციელთა ჩვენება ადასტურებს.
სახალხო დამცველი საქმის გარშემო არსებულ კითხვებზე საუბრობს და მოუწოდებს სააპელაციო სასამართლოს, საქმის განხილვისას მაღალი სტანდარტით იმოქმედოს.
„მსგავსი ტიპის შემთხვევებში, როგორც წესი მტკიცებულებები ეყრდნობა მხოლოდ და მხოლოდ პოლიციელების ჩვენებას. აქ არ არის პირდაპირი და ნეიტრალური მტკიცებულებები, მაგალითად სამხრე კამერების ჩანაწერები ან სხვა მესამე პირების მიერ მიცემული ჩანაწერები, რაც დაადასტურებდა ყოველგვარ ეჭვს მიღმა, რომ ნამდვილად ჰქონდა სავარაუდოდ, ხულიგნობას თუ სხვა ტიპის დარღვევას ადგილი. მივმართავთ სასამართლოს რეკომენდაციით, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს არის ადმინისტრაციული დავა, ისარგებლოს მაღალი სტანდარტით,“ - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.