18 ნოემბერი 2024,   04:44
ვრცლად
ადვოკატის ინფორმაციით, გიორგი ჭანტურიასთვის ჯერჯერობით ბრალი არ წარუდგენიათ

გიორგი ჭანტურიას ადვოკატმა, რომლის სახლის ჩხრეკისას, სამართალდამცველებმა მაკაროვის ტიპის იარაღის 9 ვაზნა ამოიღეს, განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის, ბრალი ოფიციალურად, ჯერ არ წარუდგენიათ.

ანა კეკელაძის თქმით, ჭანტურიას ბრალი 236-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც ვაზნების უკანონო შენახვას გულისხმობს. ჩხრეკა კი, არა გიორგი ჭანტურიას, არამედ მისი მშობლების სახლში ჩატარდა. 

„კურიერის“ ინფორმაციით, გიორგი ჭანტურია არის პირი, რომელმაც რუსთავში, საკუთარ კაბინეტში მოკლული სამსონ ქუთათელაძე უკანასკნელად ნახა. ჭანტურია ქუთათელაძის საქმესთან დაკავშირებით დაიკითხა, თუმცა მოგვიანებით ის სულ სხვა მუხლით დააკავეს.  

„ამ ეტაპისთვის, ჩვენს მიმართ კითხვები არ არსებობს. ვიცი, რომ იმ დღეს, როდესაც მოხდა ქუთათელაძის მკვლელობა, მაგ დღეს გიორგი ჭანტურია შეხვდა მას, თუმცა ზუსტად რა მომენტში და როდის, ეს ნამდვილად არ ვიცი. გიორგი ჭანტურია აღნიშნულ საქმეში მხოლოდ და მხოლოდ მოწმედ იყო დაკითხული. რაც შეეხება ჩვენს საქმეს, 236-ე მუხლს, აღნიშნულში, აბსოლუტურად განსხვავდება და გამიჯნულია ეს ორი საქმე ერთმანეთისგან,“ - განაცხადა გიორგი ჭანტურიას ადვოკატმა ანა კეკელიძემ.

 

დღის ამბები