მედია ორგანიზაციების პარლამენტისადმი გაგზავნილ მიმართვას, სადაც მაუწყებლის შესახებ კანონის გადახედვას ითხოვენ, პარლამენტის ვიცე სპიკერი გია ვოლსკი ეხმაურება.
მმართველი გუნდის დეპუტატი ამბობს, რომ შენიშვნებს შესყიდვების ნაწილში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით ეთანხმება, თუმცა საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის რეკლამის განთავსების უფლების მინიჭებაში პრობლემას ვერ ხედავს.
„შესყიდვებთან მიმართებაში ჩვენ ერთ პოზიცია გვაქვს, რეკლამასთან დაკავშირებით განსხვავდება ჩვენი დამოკიდებულება არასამთავრობო ორგანიზაციების გარკვეული ჯგუფის დამოკიდებულებასთან, ვინაიდან ყველა ანალიზი გვიჩვენებს, რომ არა პრაიმტაიმში გაშვებული რეკლამა, შაბათ-კვირის გარდა, მითუმეტეს ისეთ დროს არა, როდესაც რეკლამის დრო გაცილებით უფრო მაღალია, საზოგადოებრივ მაუწყებელში ვერ იქნება ვერანაირად დამაზიანებელი სარეკლამო ბაზრის,“ - განაცხადა გია ვოლსკიმ.
მიმართვა საპარლამენტო უმრავლესობას დღეს გაგეზავნა და მას ხელს 52 მედია ორგანიზაცია აწერს.