20 ნოემბერი 2024,   15:43
ვრცლად
ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ კიევში ვიზიტისას სააკაშვილის საკითხი არ განხილულა - განსხვავებული ინფორმაცია აქვს უკრაინულ მედიას

ირაკლი კობახიძისა და უკრაინის მთავრობის ხელმძღვანელის, ვლადიმერ გროისმანის შეხვედრა კიევში მთავრობის სასახლეში დაგეგმილ 45 წუთზე ნაკლებ დროს, 20 წუთს გაგრძელდა.

შეკითხვაზე, განიხილეს თუ არა შეხვედრაზე მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების საკითხი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს უპასუხა, რომ ეს თემა სამართლებრივ ჭრილში უნდა იქნას განხილული.

მისი თქმით, ეს კომპეტენტურ ორგანოებში გასარკვევი საკითხია და არ აპირებს არცერთ შეხვედრაზე სააკაშვილზე საუბარს.

„ჩვენ ამ საკითხს სამართლებრივ ჭრილში განვიხილავთ. ეს საკითხი უნდა გადაწყდეს ამ კონტექსტში და შესაბამისი უწყებები უნდა იყვნენ ჩართულნი ამ საკითხის გადაწყვეტაში,“ -  განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

თუმცა განსხვავებული ინფორმაცია აქვს უკრაინულ მედიას, სადაც ამბობენ, რომ სააკაშვილი ერთ-ერთი საკვანძო თემაა ყველა მაღალი დონის შეხვედრაზე. 

 

ავტორი: ზურაბ ხვისტანი. 

დღის ამბები