20 ნოემბერი 2024,   15:26
ვრცლად
"ვლადიმერ კაკაბაძე არის კორუმპირებული მოსამართლე და ამ მოსაზრებას ვერაფერი შეცვლის" - ფადი ასლი

სააპელაციო სასამართლოში ფადი ასლის პროცესი გაიმართა. საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარე მეორე ინსტანციაში საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებს. საქალაქო სასამართლომ ფადი ასლი ამავე ინსტანციის მოსამართლის, ვლადიმერ კაკაბაძის ღირსების შელახვისთვის საჯაროდ ბოდიშის მოხდა და 3000 ლარის გადახდა დააკისრა.

საქალაქო ინსტანციის მოსამართლეს ფადი ასლიმ რამდენიმე საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების გამო კაკაბაძეს კორუმპირებული უწოდა.

„ვფიქრობ, რომ ვლადიმერ კაკაბაძე არის კორუმპირებული მოსამართლე და ამ მოსაზრებას ვერაფერი შეცვლის, რადგან კორუფცია მხოლოდ თანხის აღება არ არის. იმედი მაქვს, რომ სააპელაციო სასამართლო გაითვალისწინებს ფაქტებს და გადაწყვეტილებას ფაქტებზე დაფუძნებით მიღებს და არა მიღებული სატელეფონო ზარის მიხედვით... თუ გადაწყვეტილება იქნება საქალაქო სასამართლოს მსგავსი, რა თქმა უნდა, მას უზენაეს სასამართლოში გავასაჩივრებთ და თუ საჭირო გახდა სტრასბურგშიც,“ - განაცხადა ფადი ასლიმ.

დღის ამბები