20 ნოემბერი 2024,   15:41
ვრცლად
მიღწევები და გამოწვევები სასამართლო სისტემაში - მოსამართლეები ერთწლიანი მუშაობის შედეგებს აჯამებენ

სასამართლო სისტემის ერთწლიანი მუშაობის შედეგებს მოსამართლეთა კორპუსი სპეციალურ კონფერენციაზე შეაჯამებს. შეხვედრას ყველა ინსტანციის სასამართლოს წარმომადგენლები, მოსამართლეთა სრული შემადგენლობა დაესწრება.

გასულ წელს მართლმსაჯულების სისტემაში განხორციელებული ცვლილებების შესახებ ანგარიშს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, ნინო გვენეტაძე წარადგენს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, ლევან მურუსიძე აღნიშნავს, რომ წლის განმავლობაში სასამართლო სისტემაში სერიოზული დადებითი ძვრები იყო.

„შემოვიდა საყოველთაო პროგრამა მთელი საქართველოს მასშტაბით, როდესაც შემოდის საქმე, კანცელარიის თანამშრომელი "კნოპკას" დააჭერს და საქმე რომელ მოსამართლეზე განაწილდება, არ იცის არავინ. ეს იყო ძალიან დიდი მიღწევა, რომელსაც წლების განმავლობაში არასამთავრობო სექტორი, ყველა საუბრობდა რაღაც გარკვეულ ეჭვებზე, რაღაც გარკვეულ გარემოებებზე, მაგრამ როდესაც მოხდა და განხორციელდა საქართველოში, ეს პროგრამა დაინერგა, არავის დადებითი გამოხმაურება არ მოჰყოლია,“ - განაცხადა მურუსიძემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე, მიხეილ ჩინჩალაძეც სასამართლოს სისტემის მთავარ მიღწევად განაწილების ელექტრონული პოროგრამის ამოქმედებას ასახელებს.

ჩინჩალაძე ამჟამინდელ გამოწვევად საქმეების განხილვის ვადებს ასახელებს.

დღის ამბები