18 ნოემბერი 2024,   04:39
ვრცლად
მუსა პანკისელის სკანდალური განცხადება გუბერნატორის მუქარაზე და ქადაგიშვილის პასუხი

შაბათის კურიერში გასული სიუჟეტის შემდეგ კახეთის გუბერნატორი პირველ კომენტარს აკეთებს. პანკისელი სალაფიტების მიმართ მუქარის შემცველი განცხადების გავრცელების ფაქტს კურიერთან ირაკლი ქადაგიშვილი უარყოფს.

გუბერნატორის განმარტებები მუსა პანკისელის განცხადებას მოჰყვა, სადაც ის ამტკიცებდა, რომ ხეობაში ჩასული ირაკლი ქადაგიშვილი პანკისელ სალაფიტებს დაემუქრა და ადგილობრივებს უთხრა, რომ მადლობლები უნდა იყვნენ იმისთვის, რომ მათ ისე არ ხოცავენ როგორც ეს ჩეჩნეთში ხდება.

პანკისის ხეობაში ხელისუფლების პოლიტიკას აკრიტიკებენ საპარლამენტო ოპოზიციაში. განმარტავენ, რომ გუბერნატორის განცხადება საფრთხის შემცველი, ხელისუფლების პოზიცია კი არათანმიმდევრულია.

საპარლამენტო ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ხელისუფლება მაჩალიკაშვილის საქმის გამოძიებით დაინტერესებული არაა. არასაპარლამენტო ოპოზიცია კი ხელისუფლება მოუწოდებს, პანკისში სიტუაციის დაძაბვა არ დაუშვას.

ამავე თემაზე
დღის ამბები