20 ნოემბერი 2024,   15:42
ვრცლად
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე უზბეკეთის რესპუბლიკის საკანონმდებლო პალატის თავმჯდომარეს შეხვდა

უზბეკეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, დელეგაციასთან ერთად, ქვეყნის საკანონმდებლო პალატის თავმჯდომარეს, ნურდინჟონ ისმოილოვს შეხვდა.

საუბარი შეეხო ორმხრივი ურთიერთობების არსებულ საკითხებს და სამომავლო პერსპექტივებს, მათ შორის ინსტიტუციური თანამშრომლობის საკითხებს. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე, მათ შორის სატრანზიტო ფუნქციის განვითარებაზე.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, დღეს საქართველოს პარლამენტსა და უზბეკეთის რესპუბლიკის ოლიი მაჯლისს შორის ხელი მოეწერება საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის მემორანდუმს.

“დღეს, ჩვენ ხელს ვაწერეთ პარლამენტებს შორის თანამშრომლობის თაობაზე მემორანდუმს, სადაც საუბარია ჩვენი თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებაზე,“ - განაცხადა კობახიძემ.

დღის ამბები