20 ნოემბერი 2024,   15:41
ვრცლად
ნამდვილად არ განიხილება ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის ამოქმედება - თამარ ხულორდავა

"ნამდვილად არ განიხილება შეჩერების მექანიზმის ამოქმედება საქართველოსთან მიმართებაში,"- ეს განცხადება პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, თამარ ხულორდავამ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით გააკეთა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ევროკომისიის ექსპერტთა ჯგუფის მოხსენებას ეხმაურება, რომელიც ევროპულ საბჭოს შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებით წარუდგენს. მასში  ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა უკმაყოფილებას გამოთქვამს იმის გამო, რომ საქართველოდან ევროკავშირში თავშესაფრის მომთხოვნთა რიცხვი გაიზარდა.

"ევროკომისიამ პირველად შეაფასა საქართველო მას შემდეგ, რაც ჩვენ მივიღეთ ვიზის ლიბერალიზაცია. ამ ანგარიშში, რომელიც 20 დეკემბერს გამოქვეყნდა, საჯაროა, საქართველოს მიღწევები და ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები არის ძალიან პოზიტიურად შეფასებული. ჩვენ არ გვაქვს საფუძველი, რომ შიშები გვქონდეს იმის, რომ გასული წლის ყველაზე მნიშვნელოვან მიღწევას საფრთხე შეექმნება,“ - განაცხადა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, თამარ ხულორდავამ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები