26 აპრილი 2024,   15:10
ვრცლად
ანატოლი ბერძენიშვილის აღმკვეთი ღონისძიების საკითხი უნდა გადაწყვიტოს დღეს სასამართლომ

ტერორისტული საქმიანობის ხელშეწყობის ბრალდებით დაკავებული ანატოლი ბერძენიშვილის აღმკვეთი ღონისძიების საკითხი უნდა გადაწყვიტოს სასამართლომ. ბრალდებული გუშინ გვიან ღამით ადვოკატმა მოინახულა.

მისი თქმით, გამოძიების ბრალდებები შეთხზულია. სამების ტაძრის მშენებელი სპეცოპერაციის შედეგად ორი დღის წინ აიყვანეს. ბერძენიშვილი ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს და თავს დამნაშავედ არ ცნობს.

„რასაც გავეცანით, ეს არის აბსურდული, შეთხზული და აშკარად ეტყობა, ზეწოლის ქვეშ აქვთ მიცემული ჩვენება. არარსებულ, უცნობ პიროვნებებს, რომელსაც საერთოდ კავშირი არ ქონდა არც ბერძენიშვილთან,“ - აცხადებს ადვოკატი, მაია სირაძე. 

სუს-ის ინფორმაციით, ბერძენიშვილი ერთ-ერთია, ვინც ახმედ ჩატაევს და მისი დაჯგუფების წევრებს კირნათი-მარადიდის მწვანე ზოლის გავლით, საქართველოში გადმოსვლაში დაეხმარა.

 

დღის ამბები