26 აპრილი 2024,   00:45
ვრცლად
გიორგანაშვილის განაჩენი ადასტურებს, რომ მოქმედი ნარკოპოლიტიკა რეპრესიულია - არასამთავრობოები

მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის განაჩენი ადასტურებს, რომ ქვეყანაში ამჟამად მოქმედი ნარკოპოლიტიკა რეპრესიულია და ის სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს - ამ განცხადებას, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აკეთებენ.

სამოქალაქო სექტორი მოუწოდებს საკანონმდებლო ორგანოს, შესაბამისი კანონპრეოქტის განხილვა დაჩქარებული წესით მოხდეს. ისინი განაჩენთან დაკავშირებით საპატრიარქოს გავლენაზეც საუბრობს.

„ერთი ერთში ემთხვევა თუნდაც უმრავლესობის შიგნიდან გაჟღერებული პოზიციები, რაზეც მედიის საშუალებით საუბრობდნენ იმ პოზიციას, რასაც საპატრიარქო საუბრობს. ეს რა თქმა უნდა, აძლიერებს ეჭვს, რომ შესაძლოა გავლენა მოეხდინა მათ შორის იმ განცხადებებსაც, რომელიც საპატრიარქოს წარმომადგენლების მხრიდან გაკეთდა. მაგრამ, აქ მთავარი და ამოსავალი არის, რომ პასუხისმგებლობა არსებულ პოლიტიკაზე და მის ავკარგიანობაზე ეკისრება არა საპატრიარქოს, არამედ ეკისრება ხელისუფლებას,“ - განაცხადა "საიას" თავმჯდომარემ სულხან სალაძემ.

"ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" იურისტი გურამ იმნაძე ყურადღებას კანონმდებლობის უსამართლობაზე და აღნიშნული კანონის მოსამართლის მიერ გაზიარებაზე ამახვილებს.

„სამწუხაროდ, მოსამართლეც იზიარებს დღეს არსებული კანონმდებლობის და პოლიტიკის პათოსს, რაც მთლიანად უხსნის ხელ-ფეხს იმას, რომ მოქალაქეები უსამართლოდ ისჯებოდნენ, ისინი მიდიოდნენ წლობით ციხეებში, რეალური პრობლემები კი, რჩებოდეს ყურადღების მიღმა,“ - აცხადებს  გურამ იმნაძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები