26 აპრილი 2024,   20:25
ვრცლად
ხმაური თბილისის მერიაში - "ენმ"-ის საკრებულოს დეპუტატებს მთავრობის სხდომაზე არ უშვებდნენ

ხმაური თბილისის მერიის შენობაში - დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც "ნაციონალური მოძრაობის" წევრები, მერიის დაცვის სამსახურმა, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე არ შეუშვა.  

სხდომათა დარბაზის კარი, ოპოზიციისთვის მხოლოდ მას შემდეგ გაიხსნა, რაც კახა კალაძემ საჯარო განცხადება დაასრულა და ტელეკამერებმა ოთახი დატოვეს.

„ეს მანდატი არის იგივე, რაც ამ მთავრობის სხდომაზე მყოფებს აძლევს უფლებას, რომ დაესწრონ მთავრობის სხდომას, კახი კალაძეს დედაქალაქის მთავრობის სხდომათა დარბაზი წარმოუდგენია, როგორც მილანის გასახდელი, შესაბამისად, დაცვა არ გვაძლევდა უფლებას, რომ ჩვენ სხდომაზე შევსულიყავით. კონკრეტულ საკითხებზე სასაუბროდ მოვედით სამი დეპუტატი, რომლის საშუალებასაც დედაქალაქის მერი არ გვაძლევდა," - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

დღის ამბები