დედაქალაქის მერის ინიციატივას, ტაქსების რეგისტრაციასთან დაკავშირებით, ტაქსის მძღოლები ეხმაურებიან. თვითდასაქმებული მძღოლები ამბობენ, რომ კახა კალაძის ინიციატივა ნიშნავს იმას, რომ ისინი უმუშევრები დარჩებიან.
ტაქსის მძღოლები ამბობენ, რომ მათ სოციალური პირობებიდან გამომდინარე, მოძველებული ავტომანქანებით უწევთ მუშაობა და კრიტერიუმს ვერცერთი მათგანი ვერ დააკმაყოფილებს.
„უმუშევრობას გამოიწვევს რა თქმა უნდა. გადახედეთ აბა რომელია ახალი მანქანა. ალბათ არ უნდათ, რომ ხალხმა იცხოვროს ამ ქვეყანაში,“ - ამბობს ერთ -ერთი ტაქსის მძღოლი.
მძღოლები ამბობენ იმასაც, რომ მთელი დღის განმავლობაში მინიმალური შემოსავლის მისაღებად მუშაობენ იმისთვის, რომ სახლში საკვები მიიტანონ.