30 დეკემბერი 2024,   20:13
ვრცლად
ახმეტაში დაკარგული მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ახმეტაში დაკარგული მამაკაცის ცხედარი იპოვეს. 41 წლის მამუკა ძებნიაური, რომელსაც თითქმის ერთი კვირის განმავლობაში ეძებდნენ, სარწყავ არხში იპოვეს.

სამძებრო სამუშაოებში სამაშველო ჯგუფებთან ერთად, მოსახლეობაც იყო ჩართული. ადგილობრივების შეტყობინების საფუძველზე, დაკარგულს თავდაპირველად, პოლიცია, შემდეგ კი, სამაშველო ბრიგადები და მყვინთავებიც ეძებდნენ.

შემოწმდა რამდენიმე კილომეტრიანი საირიგაციო გვირაბიც. ძებნიაური სახლიდან 19 იანვარს გავიდა. დაკარგულს პოლიცია ორი დღის განმავლობაში ეძებდა. 

დღის ამბები