18 ნოემბერი 2024,   04:50
ვრცლად
ხმაური 28-ე ბაგა-ბაღში - მშობლები ეჭვობენ, რომ შენობის დანგრევას ტერიტორიაზე სხვა ნაგებობის აშენების მიზნით აპირებენ

დილიდან ხმაური იყო ვარკეთილში მდებარე #28 საჯარო ბაგა-ბაღში. არსებობს ექსპერტიზის დასკვნა, სადაც წერია, რომ შენობა ამორტიზებულია თუმცა მისი ექსპულატაცია ერთი წლის განმავლობაში დასაშვებია. შესაბამისად, ამ ეტაპზე ბაგა-ბაღის დახურვის გადაწყვეტილება ბაღების სააგენტოს არ მიუღია. მშობლები ეჭვობენ, რომ დაგეგმილია შენობის მთლიანად დანგრევა და აღნიშნულ ტერიტორიაზე სხვა დანიშნულების ნაგებობის აშენება.

მშობლები ამბობენ, რომ აქციებს გამართავენ და ბაღის დანგრევის საშუალებას არ მისცემენ არავის.

„როდესაც დაიწყო ზამთრის არდადეგები, მაშინ ჭორის დონეზე გავრცელდა, რომ ბაღი არის ავარიული, უნდა დაინგრეს და მაშინვე იყო საუბარი იმაზე, რომ ალტერნატიული ფართი უნდა მოძებნილიყო. რადგან იყო არდადეგები არ მოხდა ინფორმაციის გავრცელება ფართოდ და ლოკალურადაც ვერ გავიგეთ და მერე უკვე რომ დავბრუნდით ბაღში და ვიკითხეთ გამგესთან აღმოჩნდა რომ ზუსტი ინფორმაცია მას არ აქვს,“-განაცხადა ერთ-ერთმა მშობელმა, ნანა ზაზანაშვილმა.

ინფორმაციას შენობის ნგრევის შესახებ არ ადასტურებს  28-ე ბაგა-ბაღის გამგე. მანანა ხეცურიანი ამბობს, რომ ნგრევაზე დასკვნაში არ არის საუბარია. დოკუმენტში მითითებულია, რომ გამაგრებითი სამუშაოები უნდა ჩატარდეს.

„ეს ბაღი არ ინგრევა და ეს ინფორმაცია, რომ ეს მშობლები და ბავშვები სხვაგან გადადიან არის მცდარი და თუ მოხდება ისე, რომ გადავლენ, ისინი გადავლენ ისეთ შენობაში, სადაც ყველა ის პირობა რაც სჭირდებათ, გათვალისწინებული იქნება,“-განაცხადა მანანა ხეცურიანმა.

შეგახსენებთ, რომ შენობის ნგრევის საფრთხის გამო დღეს სააგნეტომ მიიღო გადაწყვეტილება სამი ბაგა-ბაღის დახურვის შესახებ, ესენია: თბილისის N19, N84 და N125-ე საბავშვო ბაგა-ბაღები.

ამავე თემაზე
დღის ამბები