18 ნოემბერი 2024,   04:42
ვრცლად
"ბავშვები გადანაწილდებიან სხვა ბაღებში"-სააგენტოს ხელმძღვანელი რამდენიმე ბაღის მუშაობის შეწყვეტის მიზეზს განმარტავს

თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო რამდენიმე საბავშვო ბაღის მუშაობის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიზეზს განმარტავს. კახა გვანცელაძე ამბობს, რომ ექსპერტიზის დასკვნა შენობების ნგრევის საფრთხის არსებობის შესახებ გუშინ ღამით მიიღეს და შესაბამისად დღეს დილიდან ყველა დირექტორი იქნა გაფრთხილებული რომ მუშაობა შეეჩერებინათ. კახა გვანცელაძე ამბობს, რომ სწორედ ამიტომ ვერ მოასწრეს დირექტორებმა აღსაზრდელების მშობლების გაფრთხილება.

რაც შეეხება შენობებზე ბზარებს, სააგენტოს დირექტორი არ მალავს რომ ეს ბზარები მანამდეც არსებობდა.

„გუშინ მივიღეთ უკვე სამ ბაღზე დასკვნა, რომელშიც არის ასახული რეალურად არადამაკმაყოფილებელი მდგომარეობა ამ ბაღის და ასევე ექსპერტის დასკვნა არის, რომ შემდგომი ექსპულატაცია არ არის შესაძლებელი უკვე ამ შენობების. აქედან გამომდინარე გუშინვე იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ პროცესი შეჩერებულიყო. ორშაბათს ბავშვები იქნებიან გადანაწილებული იმავე რაიონში ახლო მდებარე ბაღებში და პროცესი გაგრძელდება. რაც შეეხება პედაგოგებს ისინი ჩვეულებრივად გააგრძელებენ მუშაობას,“-განაცხადა კახა გვანცელაძემ.

შეგახსენებთ, რომ შენობის ნგრევის საფრთხის გამო დღეს სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება სამი ბაგა-ბაღის დახურვის შესახებ, ესენია: თბილისის N19, N84 და N125-ე საბავშვო ბაგა-ბაღები.   

 

ამავე თემაზე
დღის ამბები