20 ნოემბერი 2024,   15:44
ვრცლად
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს და საბჭოს წევრებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესა და საბჭოს წევრებს შეხვდა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრას სხვადასხვა ფრაქციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საუბარი შეეხო ახალ კონსტიტუციას და ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმას.

„ახლა მიმდინარეობს კონსტიტუციის სახალხო განხილვები და ძალიან ინტენსიური არის ეს პროცესი. საინტერესო იყო მათ მოსაზრებების მოსმენა, ასევე აქვთ გარკვეული პრიორიტეტები თავიანთ საქმიანობაში დასახული და იმ ფარგლებში რა ფარგლებშიც ეს გათვალისწინებულია კანონმდებლობით, ბუნებრივია ჩვენთვის საინტერესო იქნება ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლა,“-განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.  

დღის ამბები