18 ნოემბერი 2024,   04:52
ვრცლად
პუტინს ვუთხარი, რომ სეპარატიზმი გადამდები სენია - პატრიარქი

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე სერბეთის ეროვნული ასამბლეის სპიკერს შეხვდა. მაია გოიკოვიჩთან საპატრიარქოში გამართულ შეხვედრაზე ილია მეორემ რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა გაიხსენა.

უწმინდესის თქმით, ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა ორივე ქვეყანას აწუხებს და ამ მხრივ ერთმანეთისა და საერთაშორისო საზოგადოების თანადგომა მნიშვნელოვანია.

„მე მქონდა შეხვედრა პუტინთან და მე ვუთხარი მას, რომ სეპარატიზმი გადამდები სენია. ამას მოჰყვა აფხაზეთი, ცხინვალის რეგიონი და სხვა რეგიონები, რომელიც იყო 20% საქართველოს ტერიტორიისა. ჩვენ ერთი პრობლემების წინაშე ვდგავართ, ამიტომ დახმარება და ერთმანეთის თანადგომა აუცილებელია. ვფიქრობ, რომ მუდამ ასე ვერ გაგრძელდება და ეს იყოს გამოსწორებული საერთაშორისო ძალების მიერ. ვფიქრობ, რომ ეს მომავალში შესაძლებელი გახდება,“ - განაცხადა საქართველოს პატრიარქმა.

მაია გოიკოვიჩმა მადლიერება გამოხატა, საქართველოს მხრიდან კოსოვოს არაღიარების გამო და თავის მხრივ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა დააფიქსირა.

სერბეთის ეროვნული ასამბლეის სპიკერი ცალკე საუბარში შეეხო ანატოლი ბიბილოვისა და პატრიარქ ირინეოს შეხვედრას და აღნიშნა, რომ მომხდარი სერბეთის ხელისუფლებისთვის მიუღებელია.

დღის ამბები