20 ნოემბერი 2024,   15:41
ვრცლად
მარკერით დავიწყე ვეტოს ტექსტის გავლა და მოსანიშნიც თითქმის არაფერი იყო, იმდენად მშრალად არის წარმოდგენილი პრეზიდენტის ვეტო - კობახიძე

„რომ გადავხედოთ ვეტოს ტექსტს, მარკერით დავიწყე ტექსტის გავლა და მოსანიშნიც, თითქმის, არაფერი იყო, იმდენად ფორმალურად და მშრალად არის წარმოდგენილი პრეზიდენტის ვეტო,“- ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ მედია ორგანიზაციებთან შეხვედრისას გააკეთა.

ირაკლი კობახიძემ მაუწყებლობის შესახებ კანონთან დაკავშირებით გიორგი მარგველაშვილის მოტივირებული შენიშვნები გააკრიტიკა. 

„ვეტოში საუბარია იმაზე, არ მოსწონთ, მაგრამ რატომ არ მოსწონთ, რა არ მოსწონთ, ესეც კი არ არის გაშლილი და რატომ არ მოსწონთ, ეს საერთოდ არ არის დასაბუთებული. ჩვენ გვინდა არგუმენტი იმისთვის, რომ პოზიცია შევიცვალოთ. ხელი მიკანკალებდა ორივე წელს, როცა ბიუჯეტს ვიღებდით. იმიტომ, რომ ჩვენ ჯერ ვიხდიდით 40 მილიონს, მერე 50 მილიონს 1.5% რეიტინგში. ეს არის სერიოზული პრობლემა. ჩვენ რაღაც რადიკალური გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ. ერთი რადიკალური გადაწყვეტილებაა, რომ თეორიულად უნდა ვთქვათ, რომ არ გვინდა საზოგადოებრივი მაუწყებელი, არ სჭირდება ქვეყანას საზოგადოებრივი მაუწყებელი, იმიტომ, რომ 50 მილიონი პროცენტ-ნახევარში არ უნდა გადაიხადო, ან ეს პროცენტ-ნახევარი, რაშიც 50 მილიონს ვიხდით, უნდა გავხადოთ 5%-6%-7%, რამდენიც გამოვა,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

დღის ამბები