20 ნოემბერი 2024,   15:43
ვრცლად
სერბეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე საქართველოს პრეზიდენტს შეხვდა 

გიორგი მარგველაშვილმა საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით მყოფი სერბეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე მაია გოიკოვიჩი მიიღო. მხარეებმა საქართველოსა და სერბეთს შორის ეკონომიკური ურთიერთობებისა და ტურიზმის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებაზე და ორ ქვეყანას შორის საერთაშორისო ორგანიზაციებში თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

მაია გოიკოვიჩს უმასპინძლა საქართველოს პრემიერმინისტრმაც. გიორგი კვირიკაშვილმა სერბეთის რესპუბლიკას ჩვეულებრივი პასპორტებით მოსარგებლე საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებასთან დაკავშირებული პოლიტიკური გადაწყვეტილებისთვის მადლობა გადაუხადა.

დღის ამბები