20 ნოემბერი 2024,   15:44
ვრცლად
საზოგადოებრივ მაუწყებელზე რეკლამის განთავსება - კერძო ტელეკომპანიების წარმომადგენლებსა და დეპუტატებს შორის შეხვედრა გაიმართება

ირაკლი კობახიძესა და კერძო ტელეკომპანიების წარმომადგენლების 2-საათიანი შეხვედრა დასრულდა. ისინი შეთანხმდნენ, რომ მომავალ კვირას კიდევ ერთი შედვედრა გაიმართება და მას საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენლები და დეპუტატებიც დაესწრებიან.

კერძო ტელეკომპანიები ცდილობდნენ, რომ პარლამენტის თავმჯდომარე დაერწმუნებინათ, რომ საკანონმდებლო ორგანომ მაუწყებლის შესახებ კანონზე პრეზიდენტის მიერ დადებული ვეტო არ დაძლიოს.

კერძო კომპანიები საზოგადოებრივ მაუწყებელზე რეკლამის განთავსებას დაუშვებლად მიიჩნევენ.

„თავდაპირველად, გამოიკვეთა  ის არგუმენტი, რომ რატომღაც პარლამენტის თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ ეს ფინანსურად სხვა მედიებს არ აზარალებს და მოყვანილი ჰყავთ მარეგულირებელი კომისიის არგუმენტები, თუმცა ვთვლით, რომ ეს არ არის სწორი და ჩვენ წარვუდგენთ დამატებით არგუმენტაციას, რომ ნამდვილად მედიას სერიოზული საფრთხე დაემუქრება,“- განაცხადა „რუსთავი 2-ის“ იურისტმა, თამთა მურადაშვილმა.

მედიაორგანიზაციები პარლამენტის თავმჯდომარეს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების გათვალისწინებისკენ მოუწოდებენ.

„ამ შეხვედრის მიმართ დიდი ილუზია არ მქონია. პარლამენტის თავმჯდომარეს აქვს მისი მკაფიო, ჩამოყალიბებული პოზიცია და ამ შეხვედრაზეც გამოჩნდა. უბრალოდ ჩვენ მაინც ვეცადეთ, რომ მისთვის ჩვენი არგუმენტები წარგვედგინა, არ ვკიცი როგორ მოიქცევა, თუმცა ჩვენ ვაპირებთ, რომ მუშაობა გავაგრძელოთ ად უმრავლესობის წევრებს შევხვდეთ,“- განაცხადა ტელეკომპანია „კავკასიის“ გენერალურმა დირექტორმა, ნინო ჯანგირაშვილმა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკისა და მასკომუნიკაციების ლექტორის, ნათია კუპრაშვილის თქმით, შეხვედრაზე შეჯერდნენ, რომ მაუწყებლობის შეახებ კანონთა დაკავშირებით საჭიროა გაფართოებულ ფორმატში მსჯელობა.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები