20 ნოემბერი 2024,   15:26
ვრცლად
მარკერმომარჯვებული პარლამენტის თავმჯდომარის ფუყე თავდაჯერებით სავსე გამოსვლა - ფიქრია ჩიხრაძე კობახიძეს აკრიტიკებს

„ჩვენ დღეს კიდევ ერთხელ ვიხილეთ მარკერმომარჯვებული პარლამენტის თავმჯდომარის ფუყე თავდაჯერებით სავსე გამოსვლა პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებთან დაკავშირებით,“ - ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა პოლიტიკურ საკითხებში, ფიქრია ჩიხრაძემ პარლამენტის თავმჯდომარის საპასუხოდ გააკეთა.

დღეს ირაკლი კობახიძემ მაუწყებლობის შესახებ კანონთან დაკავშირებით გიორგი მარგველაშვილის მოტივირებული შენიშვნები გააკრიტიკა.

ფიქრია ჩიხრაძის თქმით, პარლამენტის თავმჯდომარის კრიტიკა მიუღებელია.

„ჩვენ დღეს კიდევ ერთხელ ვიხილეთ მარკერმომარჯვებული პარლამენტის თავმჯდომარის ფუყე თავდაჯერებით სავსე გამოსვლა პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებთან დაკავშირებით, სადაც თურმე, მან ვერ იპოვა ვერანაირი არგუმენტი და დასაბუთებული წინადადება. სამწუხაროა, რომ ჩვენ ამას ვისმენთ იმ ადამიანისგან, რომლის ავტორობითაც მივიღეთ საკონსტიტუციო ცვლილებები და პრაქტიკულად, მეორე დღესვე თავად დაიწყო ამ მიღებული ცვლილებების ჩასწორება,“ - განაცხადა ჩიხრაძემ. 

დღის ამბები