20 ნოემბერი 2024,   15:42
ვრცლად
„ვეტოს 21-გვერდიან ტექსტში, არც ერთი არგუმენტი არ არის ამოკითხვადი" - ირაკლი კობახიძე

„ვეტოს 21-გვერდიან ტექსტში, რომელიც წარმოდგენილია, არც ერთი არგუმენტი არ არის ამოკითხვადი. ეს არის სამწუხარო რეალობა,“- ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ მედია ორგანიზაციებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარემ მაუწყებლობის შესახებ კანონთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები გააკრიტიკა. ირაკლი კობახიძის თქმით, მნიშვნელოვანია ისეთი კანონპროექტი მიიღონ, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარებას ხელს შეუწყობს და ასევე კერძო ტელეკომპანიებს არ დააზარალებს.

„თვითმიზანი ჩვენთვის არ არის არც ვეტოს დაძლევა და არც წინასწარ განსაზღვრული გადაწყვეტილების მიღება. ჩვენთვის მთავარია მივიღოთ ისეთი კანონპროექტი, რომელიც ერთი მხრივ, წაადგება საქართველოში საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარების ინტერესს, მეორე მხრივ, არ დააზიანებს კერძო მაუწყებლის ინტერესებს,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები