20 ნოემბერი 2024,   15:39
ვრცლად
9-საათიანი შინაპატიმრობა მიხეილ სააკაშვილს - ოდესის ყოფილი გუბერნატორი მასშტაბურ საპროტესტო აქციებს აანონსებს

მიხეილ სააკაშვილს კიევის სააპელაციო სასამართლომ შინაპატიმრობა მიუსაჯა. პროკურატურა სააკაშვილისთვის 24-საათიანი შინაპატიმრობის შეფარდება ითხოვდა, თუმცა სააპელაციო ინსტანციის კოლეგიამ რამდენიმე შესვენებისა და ხმაურიანი მსჯელობის შემდეგ, ბრალდების მხარის მოთხოვნა, მხოლოდ ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, სააკაშვილს კიევში მისი საცხოვრებელი სახლის ღამის 10:00 საათიდან, დილის 07:00 საათამდე აუკრძალა. მოსამართლის სიტყვას დარბაზში ხმაური და საპროტესტო შეძახილები მოჰყვა.

დარბაზში მყოფ აქტივისტებს სიტყვით მიმართა მიხეილ სააკაშვილმაც და დღევანდელი გადაწყვეტილების საბაბი განმარტა. საქართველოს ექსპრეზიდენტმა ხელისუფლება ოპონენტების დევნაში დაადანაშაულა და მასშტაბური საპროტესტო აქციებიც დააანონსა.

სააპელაციო სასამართლოში აქტივისტების გარდა მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად რადას დეპუტატებიც მივიდნენ, რომლებიც საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს თავდებში ჩაუდგნენ, მათ შორის იყო იულია ტიმოშენკო.

სხდომაზე დაძაბულობა პროკურორის გამოსვლამ გამოიწვია, რომელმაც განაცხადა, რომ დაკავებისას სააკაშვილის ბინაში აღმოჩენილი მტკიცებულებები იმ მანქანიდან დაიკარგა, რომლითაც მიხეილ სააკაშვილი იზოლატორში გადაჰყავდათ.

მას შემდეგ, რაც ბრალმდებელმა მიხეილ სააკაშვილი გაქცევაში დაადანაშაულა, დარბაზში ხმაური ატყდა. მოსამართლემ ერთ-ერთ აქტივისტს პროცესი დაატოვებინა.

 

ავტორი: ზურაბ ხვისტანი.

დღის ამბები