ბაჩო ახალაიას შეწყალების მოთხოვნით, პრეზიდენტის ადმინისტრაციას გენერალმა გოგი თათუხაშვილმა მიმართა.
ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ თათუხაშვილმა საქართველოს პრეზიდენტს ომის ვეტერანთა და ძალოვანი სტრუქტურების ყოფილი თანამშრომლების შეწყალების თხოვნით მიმართა, მათ შორის იყო ბაჩანა ახალაიაც.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, კანონმდებლობის შესაბამისად, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ავტომატურად მიმართა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს და 17 ადამიანის შესახებ სათანადო დოკუმენტაცია გამოითხოვა.
„არსებული კანონმდებლობის მიხედვით, როდესაც ხდება საქართველოს პრეზიდენტისადმი შეწყალების თხოვნით მიმართვა, როგორც მსჯავრდებულის, ასევე სხვა ნებისმიერი პირის მიერ, ავტომატურად პრეზიდენტის ადმინისტრაცია ვალდებულია, უზრუნველყოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროდან სათანადო დოკუმენტაციის გამოთხოვა.
"25 დეკემბერს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შემოვიდა გენერალ გოგი თათუხაშვილის წერილი. თათუხაშვილმა საქართველოს პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართა ომის ვეტერანთა და ძალოვანი სტრუქტურების ყოფილი თანამშრომლების პატიმრობიდან გათავისუფლების შესახებ, მათ შორის იყო ბაჩანა ახალაიაც. კანონმდებლობის შესაბამისად, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ავტომატურად მიმართა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს და გამოითხოვა 17 ადამიანის შესახებ სათანადო დოკუმენტაცია.
"განცხადებას, გოგი თათუხაშვილის გარდა, ხელს აწერდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების და პოლიტიკური პარტიების ხელმძღვანელები, ასევე რამდენიმე ათეული მოქალაქე," - აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.