თბილისის საქალაქო სასამართლომ „ქართული ოცნების“ ყოფილ აქტივისტს, გოგიტა დალაქიშვილს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
ამ გადაწყვეტილების საფუძვლად მოსამართლე გიორგი ქაშაკაშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა დაასახელა, რომლის მიხედვით, არსებობდა მიმალვისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხე.
დაცვის მხარე გადაწყვეტილებას დაუსაბუთებელს უწოდებს და მის გასაჩივრებას გეგმავს.
გამოძიება გოგიტა დალაქიშვილს კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის უკანონოდ გამოყენებას ედავება. საქმის არსებითი განხილვა 15 მარტს დაიწყება.