20 ნოემბერი 2024,   15:44
ვრცლად
დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის ბრალდებით ირანის მოქალაქეები დააკავეს

განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის ბრალდებით ირანის ორი მოქალაქე დააკავეს. საგანგებო ბრიფინგზე შსს-ს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ამოღებულია 2 კილოგრამამდე ჰეროინი და 4 კილოგრამამდე ოპიუმი, მეტადონი და ექსტაზი.

დაკავებულია ირანის რამდენიმე მოქალაქე, რომლებიც, შსს-ს ინფორმაციით, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის ქსელთან დაკავშირებული პირები იყვნენ და ევროპის ქვეყნებში ავღანური ნარკოტიკი გადაჰქონდათ.

"დაკავებულების პირადი ჩხრეკისას ამოღებულია დაახლოებით ერთი კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი. არსებული ინფორმაციით, დაკავებულები აღნიშნული ნარკოტიკის გავრცელებას საქართველოში აპირებდნენ,“ - განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, დავით ლაცაბიძემ.

დღის ამბები