18 ნოემბერი 2024,   04:27
ვრცლად
ეს საჯარო მასალაც საკმარისია, გამოძიებამ რეაგირება მოახდინოს - ბექა რუსიას ოჯახის ადვოკატი

აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან მეთაურის პისტოლეტიდან მოკლული ბექა რუსიას მობილურ ტელეფონში აღმოჩენილი სკანდალურ ვიდეომასალასთან  დაკავშირებით, განცხადება გააკეთა ბექა რუსიას ოჯახის ადვოკატმა.

ადვოკატი აცხადებს, რომ გავრცელებულ ვიდეომასალასთან დაკავშირებით, მას ჯერჯერობით არავინ დაკავშირებია. უფლებადამცველი ამბობს, რომ აუცილებელია გამოძიება ამით დაინტერესდეს.

„ფაქტია, რომ ეს საჯარო მასალაც საკმარისია, გამოძიებამ რეაგირება მოახდინოს,“ - აღნიშნა ბექა რუსიას ოჯახის ადვოკატმა, როლანდ შონიამ.

შაბათის კურიერის მიერ გასაჯაროებულ კადრებში, რომელიც ბექა რუსიას ტელეფონში რამდენიმე თვის განმავლობაში ინახებოდა, ჩანს არაადამიანური მოპყრობის და წამების ფაქტები მეთაურის მხრიდან. ვიდეომასალაში  ჩანს, როგორ უსწორდებიან საგუშაგოზე ერთ-ერთ ახალგაზრდას და შემდეგ ხევში აგდებენ.

ვიდეომასალა, სავარაუდოდ, სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე თავად მოკლულმა ჯარისკაცმა, ბექა რუსიამ, გადაიღო. 

დღის ამბები