20 ნოემბერი 2024,   15:42
ვრცლად
თბილისის მერი ბაგა-ბაღების შენობების ავარიულ მდგომარეობას აფასებს

„ჩვენ დავიწყეთ თუ არა მუშაობა, მოგვეცა თუ არა უფლებამოსილება, რა თქმა უნდა, დავიწყეთ შესწავლა,“ - ეს განცხადება თბილისის მერმა, კახა კალაძემ თბილისის საბავშვო ბაღების შენობების ავარიულობასთან დაკავშირებით გააკეთა. დღეიდან ოთხი საბავშვო ბაღის 900-მდე ბავშვი 11 ბაგა-ბაღში გადანაწილდება.

125-ე, 84-ე, 64-ე და მე-19 ბაგა-ბაღები შენობების ავარიულობის გამო, გასულ კვირას სამხარაულის ეროვნული ბიუროს დასკვნების საფუძველზე დაიხურა.

თბილისის მერის თქმით, ბაღების შენობების მდგომარეობის შესწავლის შემდეგ, მყისიერი რეაგირება მოჰყვა მერიის მხრიდან.

„როდესაც დავუკვეთეთ კვლევა ყველა ბაღებს, გარკვეული დრო დასჭირდა შესწავლას, როდესაც მივიღეთ უკვე სრული დასკვნა, მაშინვე მყისიერი გადაწყვეტილება იქნა ჩვენი მხრიდან მიღებული, ჩვენ ძალიან სწრაფად დავიწყებთ სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რომ აღდგენილი იყოს და პატარა ბავშვები დაუბრუნდნენ თავიანთ ბაღებს,“ - განაცხადა კალაძემ. 

დღის ამბები