მეტროსადგური ვარკეთილი დაიკეტა. შპს თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გენერალური დირექტორის მამუკა კობახიძის განცხადებით, მატარებლების მოძრაობა სამგორი ახმეტელის მიმართულებით განხორციელდება.
„ახლა კრიმინალური სამსახური ასრულებს თავის სამუშაოს, როდესაც გვექნება საშუალება დავიწყებთ ვესტიბიულის გასუფთავებას,“ - აცხადებს კობახიძე.
რაც შეეხება ინფორმაციას იმის შესახებ, რომ კომპანია შპს „ყვარელმშენმა“ მეტრო ვარკეთილის გარდა, მეტრო ახმეტელის სარემონტო სამუშაოებიც განახორციელა, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გენერალური დირექტორი ამბობს, რომ ჩატარდება საექსპერტო სამუშაოები და შემოწმდება არსებული ვითარება.
თუმცა, მამუკა კობახიძის თქმით, მეტრო ახმეტელსა და მეტრო ვარკეთილში განსხვავებული სამუშაოები იქნა ჩატარებული, ამიტომ იგივე საფრთხე ამ დროისთვის ახმეტელის მეტროში არ არსებობს.
„ექსპერტიზის დასკვნები არსებობს შესრულებულ სამუშაოზე, თუმცა მოხდა ეს ფაქტი, ამიტომ დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ მოხდება დადგენა, რამ გამოიწვია. ეს იყო ამ კომპანიის ბრალი თუ არა,“ - აცხადებს კობახიძე.