ვარკეთილის მეტროში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყეს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
ვარკეთილის მეტროში ჭერის ჩამონგრევის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი პოლიციელია.
მეტროსადგურ „ვარკეთილში“ მობილიზებული იყო საპატრულო და კრიმინალური პოლიცია.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარის მიზეზების დადგენის მიზნით მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები