20 ნოემბერი 2024,   15:42
ვრცლად
თბილისის მერია მუნიციპალური ინფრასტრუქტურული პროექტების ხარისხის კონტროლის კონცეფციას, უახლოეს პერიოდში წარადგენს

თბილისის მერია ინფრასტრუქტურული პროექტების ხარისხის კონტროლის კონცეფციას, უახლოეს პერიოდში წარადგენს. თბილისის ვიცე მერის ირაკლი ხმალაძის განცხადებით, მოხდება მუნიციპალური ინფრასტრუქტურული პროექტების შემოწმება.

„უახლოეს პერიოდში ჩვენ ახალ კონცეფციას წარმოვადგენთ, რომლითაც მოხდება მუნიციპალური, ინფრასტრუქტურული პროექტების ხარისხის კონტროლი უმაღლეს დონეზე," - აცხადებს ირაკლი ხმალაძე. 

დღესვე, ვიცე მერმა გუშინ ვარკეთილის მეტროში ჭერის ჩამონგრევის შედეგად დაშავებულების მდგომარეობაზე ისაუბრა. ირაკლი ხმალაძის ინფორმაციით, 14 დაშავებულიდან 7 სამედიცინო დაწესებულებებს დღეს დატოვებს.

"რაც შეეხება იმ პირებს, რომელებიც დაზარალდნენ გუშინ - დღეს მათი მდგომარეობა გაცილებით უკეთესია. 7 მათგანი დატოვებს უკვე სამკურნალო დაწესებულებებს და ისეთ ხარჯებს, რომელსაც არ დააფინანსებს მათი სადაზღვეო კომპანიები, დააფინანსებენ მერია და ჯანდაცვის სამინისტრო,“ - განაცხადა თბილისის ვიცე მერმა ირაკლი ხმალაძემ.

დღის ამბები