შპს „ყვარელრემმშენს“ ვარკეთილის მეტროს რეაბილიტაცია არსებული პროექტის შესაბამისად, სატრანსპორტო კომპანიამ დაუკვეთა. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი მამუკა კობახიძე აცხადებს, რომ პროექტი შედგა, ტენდერში გამარჯვების შემდეგ კი, პროექტის განხორციელებაზე პასუხისმგებლობა ზემოაღნიშნულმა კომპანიამ აიღო.
კობახიძის თქმით, შპს „ყვარელრემმშენმა“ პროექტის შესრულების შესაძლებლობა დაადასტურა, თუმცა გუშინდელმა დღემ აჩვენა, რომ იყო ხარვეზები, რის გამოც ვარკეთილის მეტროში ე.წ. შეკიდული ჭერი ჩამოვარა.
მისივე განცხადებით, გამოძიებით დადგინდება, შეცდომა საპროექტო დონეზე იქნა დაშვებული, თუ სამშენებლო დონეზე.
„მერიას არ დაუკვეთავს, დაუკვეთა სატრანსპორტო კომპანიამ არსებული პროექტის შესაბამისად. არის გასარემონტებელი ფართი, უკვეთავ პროექტანტს, რომ შეგიდგინოს პროექტი, პროექტანტი აკეთებს პროექტს და შემდეგ შესაბამისად, აცხადებ ტენდერს და იმარჯვებს შესაბამისი კომპანია, რომელიც იმ პერიოდისთვის ადასტურებს, რომ შეძლებს ასეთი ტიპის სამუშაოების შესრულებას, ასრულებს სამუშაოებს. თუმცა აღმოჩნდა, რომ ჩამოვარდა, ხარვეზი იყო,“ - განაცხადა შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ გენერალურმა დირექტორმა მამუკა კობახიძემ.