18 ნოემბერი 2024,   04:18
ვრცლად
ე.წ. ციანიდის საქმე - სააპელაციო სასამართლოში პროცესი ერთი საათია მიმდინარეობს

სააპელაციო სასამართლოში ე.წ. ციანიდის საქმის პროცესი ერთი საათია, რაც მიმდინარეობს. დღეს დასკვნითი სიტყვით გიორგი მამალაძის ადვოკატი წარსდგება. ადვოკატი, გიორგი ფანცულაია აცხადებს, რომ არსებული მტკიცებულებები დეკანოზის უდანაშაულობაზე მეტყველებს.

„ძალიან მნიშვნელოვანია სასამართლოს მეგობრის, პროფესორ ნონა თოდუას მიმართვა, რომ არცერთი მტკიცებულება, რომელიც გამოაქვეყნა ტელევიზიებით პროკურატურამ, არ მოიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს,“ - განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.

პროკურორმა, ზვიად გუბელაძემ აღნიშნა, რომ ბრალდების მხარე არ ელოდება დაცვის მხარისგან სიახლეს. ბრალდების მხარე იმედოვნებს, რომ სააპელაციო სასამართლო გიორგი მამალაძეს დამნაშავედ სცნობს, ანგარებით განზრახ მკვლელობით მომზადებაში.

„უსაფუძვლობის გამო მათი არგუმენტაცია პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გაიზიარა საერთოდ და მიგვაჩნია, რომ ჩვენ მიერ წარმოდგენილი დასკვნითი სიტყვით ჩვენ გავეცით სრულყოფილად ყველა შეკითხვას პასუხი და სააპელაციო სასამართლო გამოიტანს ერთადერთ კანონიერ გადაწყვეტილებას,“ - აცხადებს პროკურორი.

მოსამართლეთა კოლეგიას მიმართავს მსჯავრდებულიც.

დღის ამბები