07 მაისი 2024,   19:31
ვრცლად
საქართველოს და რუმინეთის თავდაცვის მინისტრებმა ორმხრივი თანამშრომლობის გეგმას მოაწერეს ხელი

საქართველოს თავდაცვის მინისტრი წელს პირველი ოფიციალური ვიზიტით რუმინეთს ეწვია. ლევან იზორიას რუმინელმა კოლეგამ მიჰაი-ვიორელ ფიფორმა უმასპინძლა. მინისტრებმა პირისპირ შეხვედრა გამართეს, რომელიც გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდა. მხარეებმა შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების განმტკიცების საკითხები განიხილეს.

„იგეგმება ძალიან ბევრი აქტივობები, მათ შორის კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა იმ თვალსაზრისით, რომ შავი ზღვის რეგიონში რუმინეთის აქტიური ჩართულობით და მონაწილეობით და ასევე საქართველოს ამ პროცესში აქტიური თანამონაწილეობით, ორივე ქვეყანამ მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანოთ რეგიონალური უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში,“ - განაცხადა ლევან იზორიამ.

შეხვედრის შემდეგ საქართველოს და რუმინეთის თავდაცვის მინისტრებმა ხელი ორმხრივი თანამშრომლობის გეგმას მოაწერეს.

დღის ამბები