19 აპრილი 2024,   11:38
ვრცლად
"გამოძიება ელოდება გარკვეული ექსპერტიზების პროცესს"-51-ე სკოლის ორი მოსწავლის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულთა ადვოკატებს გახარია და შოთაძე შეხვდნენ

51-ე სკოლის ორი მოსწავლის მკვლელობის საქმეზე, ბრალდებულთა ადვოკატებს დღეს შინაგან საქმეთა მინისტრმა და ქვეყნის მთავარმა პროკურორმა უპასუხეს. გიორგი გახარია ამბობს, რომ მიმდინარეობს გამოძიება და ელოდებიან ექსპერტიზის პასუხებს. მისი განმარტებით, დაცვის მხარეს სასამართლოზე ექნება საშუალება დაამტკიცოს საკუთარი ვერსიები.

“დანიშნულია ბევრი ექსპერტიზა. გამოძიება ელოდება გარკვეული ექსპერტიზების პროცესს. მე მესმის ადვოკატების. ადვოკატები ხშირად მზგავს განცხადებებს, მედია განცხადებებს იყენებენ თავიანთი სტრატეგიის განსახორციელებლად. ჩვენ ერთ მნიშვნელოვნად ვთვლით, რომ გამოძიების პროცესი მიდის სწორი გზით. თუ იქნება დამატებითი ფაქტორები გამოვლენილი ეს იქნება გათვალისწინებული,“-განაცხადა შს მინისტრმა გიორგი გახარიამ და აღნიშნა, რომ ამ საქმეზე უნდა დადგეს ისეთი განაჩენი, რომელის სამართლიანობაში ეჭვი არავის შეეპარება.

რაც შეეხება მთავარ პროკურორს, ირაკლი შოთაძის განცხადებით პროკურატურა ხელს არავის არ აფარებს. შოთაძის თქმით გარკვეული სპეკულაციები იყო ამ საკითხზე და ის თანამშრომელი, რომლის შვილიც ამ საქმეში ფიგურირებდა აღა მუშაობს პროკურატურაში.

„რაც შეეხება ადვოკატების განცხადებებს, ჩემთვის სრულად გასაგებია მათი პოზიცია ეს არის დაცვის ტაქტიკა და ცდილობენ გამოძიების დისკრედიტაციას. თუმცა რეალობა არის სხვა. ამ ინციდენტში მონაწილეობდა ათეულობით მონაწილე არასრულწლოვანი. ყველა მონაწილე ამ ინციდენტის დაკითხული არის. ეს ადამიანები დაიკითხებიან ასევე სასამართლოში. შესაბამისად მათ აქვთ სრული შესაძლებლობა სასამართლოს მიაწოდონ ის რეალობა რაც მოხდა იმ საზარელ დღეს,“-განაცხადა ირაკლი შოთაძემ. 

დღის ამბები