რესპუბლიკური საავადმყოფო, სადაც ორი დაჭრილი მოზარდი მიიყვანეს, სამართალდამცავებმა უკვე დატოვეს. მათ კომენტარი არ გაუკეთებიათ, შესაბამისად უცნობია რა მუხლით დაიწყო ძიება და ასევე, რამდენი ადამიანი მონაწილეობდა ინციდენტში.
რაც შეეხება დაჭრილ მოზარდებს, მათ ჭრილობები ცივი იარაღით ფილტვის და გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული. ამ წუთებში ორივე მათგანს გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია უტარდება.
დაჭრილი მოზარდები 35-ე სკოლის მოსწავლეები არიან. უცნობია რა გახდა მოზარდებს შორის სისხლიანი დაპირისპირების მიზეზი.