საქართველოს პრეზიდენტმა მამია ალასანიას ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა და 9 მებრძოლი ვახტანგ გორგასლის პირველი და მეორე ხარისხის ორდენით დააჯილდოვა. გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს სახელმწიფო ჯილდოები საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლთა ოჯახის წევრებს პრეზიდენტის სასახლეში პირადად გადასცა.
„ძალიან მნიშვნელოვანია როდესაც ასეთი თავგანწირვის მაგალითი დაფასებული სახელმწიფოს მხრიდან, საზოგადოების მხრიდან. სწორედ ასეთი ბრძოლაში თავგანწირვის მაგალითები გვახსენებს ყველას რომ ჩვენ სამშობლო გვაქვს რომელსაც დაცვა სჭირდება და რომ დასჭირდეს ამ ქვეყანას ჩვენც იგივე უნდა გავაკეთოთ,“-განაცხადა მამია ალასანიას შვილმა, ირაკლი ალასანიამ.