ოპოზიცია მმართველი პარტიისგან შესყიდვების შესახებ კანონის გადახედვას მოითხოვს. მიზეზი კორუფცია და უხარისხოდ შესრულებული სამუშაოებია, რომლებსაც ტენდერების მოქმედი სისტემა წარმოქმნის.
კორუფციის, ე.წ. ატკატებისა და კლანების ლობირების ერთ-ერთ მთავარი წყაროდ, დავების საბჭოს ყოფილი წევრი, სახელწიფო შესყიდვების სააგენტოს ასახელებს. მამუკა ტუსკაძე ამბობს, რომ ხალხის კუთვნილ ასეულობით მილიონ ლარს კონკრეტული ჩინოვნიკები იმის მიხედვით ანაწილებენ, ვინ რა მოგებას წაიღებს სახლში.
ექსპერტები უკვე ხმამაღლა ამტკიცებენ, რომ მოქმედი სისტემის გამო კორუფციამ საჯარო სამსახურების ქვედა დონეებზეც შეაღწია. ერთ-ერთ მთავარ სისტემურ პრობლემად კი კონკურსებში მხოლოდ ერთი კომპანიის მონაწილეობა სახელდება, რომელიც შემდეგ „ქართული ოცნების“ შემომწირველი ხდება, რაც არასამთვრობოების აზრით პირდაპირ მიანიშნებს კორუფციულ გარიგებებზე.
ტენდერების კანონმდებლობის გადახედვა ჯერ რომ დღის წესრიგში არ დგას, ამაზე განცხადება პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ გააკეთა. ეკა ბესელია განმარტავს, რომ პარლამენტი კანონმდებლობას იმ შემთხვევაში შეცვლის, თუ ამ ინიციატივით მთავრობა მიმართავს.