18 ნოემბერი 2024,   02:40
ვრცლად
საჯარო სკოლებში კონტროლი მკაცრდება - მანდატურს უფლებები ეზრდება

საჯარო სკოლებში კონტროლი მკაცრდება. ორი სახელმწიფო უწყების 6-პუნქტიანი გეგმა მალე კანონის სახეს მიიღებს. მანდატურს მოსწავლეების უსაფრთხოების დასაცავად უფლებები ეზრდება. კანონპროექტის მიხედვით სასწავლო დაწესებულების შიდა და გარე პერიმეტრზე ვიდეოკამერების რაოდენობა გაიზრდება და სკოლებთან პატრულიც უფრო ხშირად გამოჩნდება. კონფლიქტის შემთხვევაში მანდატურს მოზარდის ცალკე ოთახში გაყვანის და მშობლის მისვლამდე მისი შეყოვნების უფლებაც ექნება.

განათლების სამინისტროს კანონპროექტში შეაქვს მუხლი, რომლის მიხედვითაც, სკოლებში მონაცემთა სპეციალური ბაზა შეიქმნება და პოტენციური მოძალადე ამით მარტივად დადგინდება.

სკოლებში საპოლიციო კონტროლის საფრთხეზე საუბრობენ არასამთავრობოები. მათი განმარტებით, კანონპროექტი მაქსიმალურად უნდა დაიხვეწოს, რომ მოზარდების უფლებები არ შეიზღუდოს. სახიფათოდ აფასებენ დაგეგმილ ცვლილებებს ფსიქოლოგებიც.

კანონპროექტი დღეს უკვე გააკრიტიკეს ოპოზიციის წარმომადგენლებმა. საპარლამენტო უმცირესობაში ფიქრობენ, რომ ხელისუფლებამ ის ცვლილებები წარმოადგინა, რომელიც 5 წლის წინ თავად გააუქმა.

დღის ამბები