ვლადიმერ პუტინმა ე.წ. რატიფიცირების შესახებ კანონს ხელი მოაწერა. შესაბამისი განცხადება რუსეთის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
ოკუპირებულ ცხინვალსა და რუსეთს შორის გაფორმებული შეთანხმება ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ცალკეული სამხედრო შენაერთების, რუსეთის არმიის შემადგენლობაში შესვლას გულისხმობს.
შეთანხმება ოკუპირებულ ცხინვალსა და რუსეთს შორის 2017 წლის მარტში, 25 წლის ვადით გაფორმდა.