18 ნოემბერი 2024,   05:30
ვრცლად
მეტროში ჩამონგრეული ჭერი - „ყვარელ რემ მშენის“ დაქირავებული მუშა პოლიციაში დაიბარეს

ყვარელ რემ მშენის“ დაქირავებული მუშა დავით ტაბახმელაშვილი "კურიერში" გასული რეპორტაჟის შემდეგ, ვარკეთილის პოლიციაში დაკითხვაზე დაიბარეს. დავით ტაბახმელაშვილმა, რომელიც მეტროს სარეაბილიტაციო სამუშაოებში 5 თვის განმავლობაში მონაწილეობდა, "კურიერს" განუცხადა, რომ სამუშაოები დარღვევებით შესრულდა და ის თავიდანვე ნგრევისთვის იყო განწირული.

სერიოზული ხარვეზების შესახებ რეაბილიტაციაზე მომუშავე პერსონალმა კომპანია გააფრთხილა კიდეც, თუმცა „ყვარელ რემ მშენის“ წარმომადგენელი დეფექტების დამალვას სხვადასხვა ხერხებით ცდილობდა.

„დამირეკეს ვარკეთილის განყოფილებიდან და დამელაპარაკა გამომძიებელი და მითხრა, რომ უნდოდათ ჩემი დაკითხვა ვარკეთილის მეტროსთან დაკავშირებით. გამოვცხადდები აუცილებლად დღეს თუ არა ხვალ,“ - განაცხადა დავით ტაბახმელაშვილმა.

„ყვარელ რემ მშენის“ დაქირავებული მუშა ამტკიცებს, რომ მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მსგავსად, რთული ვითარებაა მეტროსადგურ "ახმეტელის თეატრში", სადაც იგივე პრინციპით ჭერი ესკალატორის თავზე დაამონტაჟეს.

 

დღის ამბები